|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი პირი კი დაშავდა. დაშავებულები მკურნალობის კურსს კლინიკურ საავადმყოფოში გადიან. 
შემთხვევა ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც "ჰონდას" მარკის ავტომობილი ბოძს შეეჯახა. 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი პირებიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. 
"ერთ-ერთი მათგანი კომაში იმყოფებოდა. სასწრაფოს სამი ბრიგადა მუშაობდა იმისათვის, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაეყვანათ. 18-19 წლის ბავშვები იყვნენ. დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ," - აცხადებს სასწრაფო დახმარების სამსახურის მენეჯერი მაია რუხაძე. 
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი