|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძე:"პარლამენტი არსად არ გადადის"

"პარლამენტი არსად არ გადადის, ზედმეტი ეჭვები საჭირო არაა", - განუცხადა გუბაზ სანიკიძემ „Newpress.ge”-ს. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანო ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ფუნქციონირებს. "საკომიტეტო მუშაობა გვაქვს თბილისში, სასესიო- ქუთასში. ეს საკითხი გადასინჯვას აღარ ექვემდებარება.“ - განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა  გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი ჯერ კიდევ განსჯის საგანია. საპარლამენტო უმცირესობის წევრები მის ადგილს ქუთაისში ხედავენ, თუმცა განსხვავებულია უმრავლესობის ხედვა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა