|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია გაიმართა

პროექტის "მომავლის თაობა" პრეზენტაციას დღეს იმერეთის რეგიონის 81 სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ. სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით პედაგოგები გადამზადდებიან და მოხდება მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. პროექტის ხელმძღვანელმა, თამარ ფრუიძემ განმარტა, სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზანია, რომ ახალგაზრდები სკოლიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო აქტივობებში. "ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ახალგაზრდები იქნებიან ინფორმირებულები თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. გააკეთებენ სასიკეთო საქმეებს მათი თემისთვისა და ქალაქისთვის", - განაცხადა ფრუიძემ.
როგორც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა, ლიკა კილაძემ განაცხადა, მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. "მსგავსი პროექტების განხორციელება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ნამდვილად აქტიური ახალგაზრდობა, რომლებიც სამოქალაქო აქტივობებში იქნებიან ჩართულები. ისინი იქნებიან დემოკრატიული საზოგადოების მშენებელი ახალგაზრდები."
პროგრამა იმერეთის რეგიონში 81 სკოლას გაუწევს დახმარებას, რათა გაუმჯობესდეს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამა და მოხდეს მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით 480 კერძო და საჯარო სკოლაში ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა