|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ხდება "გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში"

საქართველოს სახალხო დამცველი ბათუმის #3 სასჯელაღსრულებითი დაწესებულებაში ბრალდებულის მიმართ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტს ეხმიანება და საქართველოს მთავარ პროკურორს საქმის გამოძიებას თხოვს. 

 როგორც უჩა ნანუაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, ბათუმის #3 დაწესებულების ბრალდებულმა შ.დ–მ სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში განაცხადა, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში ყოფნისას დაწესებულების თანამშრომელმა ექიმთან შეხვედრის უფლება არ მისცა. ბრალდებულის სიტყვიერი პროტესტის პასუხად, ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში, სადაც ხელებზე ბორკილდადებულს ფეხებით ცემდნენ გულმკერდის მიდამოებში. შემდეგ ბრალდებული მოათავსეს სამარტოო საკანში, საბნისა და გათბობის გარეშე. პატიმრის ახსნა-განმარტებაში ასევე ნათქვამია, რომ მან პროტესტის ნიშნად თვითდაზიანება მიიყენა, რის შემდეგაც თხუთმეტამდე თანამშრომელმა ხელებზე ბორკილი დაადეს, იატაკზე დააწვინეს და უმოწყალოდ სცემეს. შემდეგ ისევ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში წაიყვანეს და ხელ-ფეხ შეკრული დილის ოთხ საათამდე იატაკზე დატოვეს. 
15 ნოემბერს პატიმარმა არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
 ბრალდებულის განცხადებით, 20 ნოემბერს დაწესებულების თანამშრომლებმა მას განმეორებით მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში მან ელექტრო ნათურის მინით სხეულზე მრავლობითი თვითდაზიანებები მიიყენა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა