|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მედიაპროექტ "ეტალონის" ხემძღვანელობა ქუთაისელ ახალგაზრდებს შეხვდა

მედიაპროექტ „ეტალონის“ რეგიონალური ტურნეს ფარგლებში პროექტის ხელმძღვანელები ქუთაისელ მოსწავლეებს და სტუდენტებს მესხიშვილის თეატრში შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ქვეყანაში სოციალურ-საგანმანათლებლო ფონდის გაუმჯობესება, წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეების წახალისება იყო. მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორის და წამყვანის, გოჩა ტყეშელაშვილის თქმით, აუცილებელია ახალგაზრდებმა საზოგადოების ნაწილად იგრძნონ თავი.

„აუცილებელია ქართველმა ახალგაზრდებმა თავის საზოგადოების ნაწილად იგრძნონ, რათა გამოადგნენ თავიანთ ქვეყანას და სახელმწიფოს. რაც შეეხება განთლებას, იმერეთში ამ მხრივ დიდი აღორძინება დაიწყო, თუმცა წარმატების მსურველთა რაოდენობა ქუთაისში უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე სხვაგან.“- განაცხადა გოჩა ტყეშელაშვილმა.

იმერეთის გუბერნატორის თქმით, “ეტალონში“  სტუდენტები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები.  

„როგორც ჩემთვის ცნობილია „ეტალონი“ იმერეთში აჯამებს 2014 წლის შედეგებს. იმერეთის მუნიციპალიტეტიდან თითქმის ყველამ მიიღო მონაწილეობა. მომავალ წელს ვგეგმავთ მუნიციპალიტეტბში გაგავეთოთ  ადგილობრივი კონკურსები“, - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.

გოჩა ტყეშელაშვილმა ახალი საიტის შესახებ www.etanews.ge-ს შესახებ  ისაუბრა, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ თავიანთი ნარკვევები დაწერონ. საუკეთესო ნარკვევის ავტორს საჩუქარს გადასცემენ.

შეხვედრას ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის გბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ლიტვის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იონას პასლაუსკასი დაესწრნენ.

ლიტვის ლეჩს ქუთაისში „2014 წლის საქართველოში აკრედიტებული ეტალონი დიპლომატის“ ტიტული მიენიჭა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა