|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ძაღლი-ადამიანის მეგობარი"-აქცია ქუთაისის მერიასთან

 ქუთაისის მერიის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,თაობათა დიალოგ" აქცია  სახელწოდებით- " ძაღლი-ადამიანის მეგობარი" გამართა. 
   ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მთავარი მიზანია, მოუწოდონ ხალხს დაიცვან ცხოველები, ასევე სახელმწიფომ  რეალურად აამუშაოს კონსტიტუციის 259-ე მუხლი, რომელიც ქუჩის ძაღლების დაცვას ითვალისწინებს.
   ,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას აამოქმედონ 259-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ქუჩის ძაღლები დაცული იქნებიან საზოგადოებრივი აგრესიისაგან".
    აქციის ორგანიზატორის ლანა  თოთაძის თქმით, ორგანიზაციის წევრები  დაუკავშირდნენ ქუთაისში არსებული ძაღლების თავშესაფრის თანამშრომლებს და შესთავაზეს,  ერთად დაეფიქსირებინათ პროტესტი.
    ,,ჩვენ დაუკავშირდით თავშესაფარს და გვინდოდა, რომ ისინიც ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, მათ არ გამოთქვეს  სურვილი, რომ აქციას შემოერთებოდნენ" - განაცხადა თაობათა დიალოგის წევრმა ლანა თოთაძემ.
   ცხოველების უფლებადამცველები  ქალაქის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ მოახდინოს რეაგირება იმაზე, რაც თავშესაფარში ხდება და ტენდერში გამარჯვებულ პირს  აღებული ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს.
 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა