|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დემურ გიორხელიძე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს

ეკონომიკის ანალიტიკოსმა  დემურ გიორხელიძემ დღეს ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა,  რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია რამდენიმე ფაქტორის თანხვედრამ განაპირობა. გიორხელიძე მთავრობის სუსტ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობს, რასაც, მისი თქმით,  ასევე  არასახარბიელო გარეფაქტორებიც ემატება.
 
„სიტუაცია აფეთქდა დ თავისთავად ცხადი იყო, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა! მე ამას ვამბობდი მთელი წლის განმავლობაში, ვაკრიტიკებდი მთავრობას, ამიტომ თქვენს წინაშე პირნათელი ვარ!" - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს და მთავრობას ერთნაირად ეკისრებათ. მისი თქმით, „პატიოსნად უნდა განაცხადონ ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა, რომ ლარის დევალვაცია მიმდინარეობს".

„მთელი 2015 წელი დასჭირდება იმას, რომ  ლარის კურსი დღევანდელი, ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მიუახლოვდეს ორ მთელს, ამასობაში ეკონომიკური პროცესების დაჩქარება, ამასთანავე ინფორმაცია, რომელსაც პატიოსნად მოგვაწვდის ხელისუფლება, თითოეულ მოქალაქეს და ბიზნესჯგუფს მისცემს საშუალებას, რომ დაგეგმოს, აცნობებს, რომ ასეთია პოლიტიკა. ერთ დღეს რომ გაიღვიძებ, აღმოაჩენ, რომ ეროვნულმა ბანკმა კი არ გადაგაგდო და კურსი აგიხტუნა, არამედ გეცოდინება, რომ დევალვაცია მიმდინარეობს.     
 
უდიდესი პასუხისგებლობით უნდა განვაცხადო, რომ თუ დღეს დააკავებენ კურსს, ხვალ მაინც იგივე მოხდება, უფრო უარესი - თუ ეცდება ეროვნული ბანკი, უკან წამოიყვანოს კურსი და ძველ ნიშნულზე დააბრუნოს, ეს იქნება უდიდესი შეცდომა და მაშინ ბატონი გიორგი ქადაგიძე გახდება დასაჭერი, რადგან ის ამაზე დიდ მავნებლობას ეკონომიკას ვერ გაუკეთებს!" - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა