|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რევაზ რობაქიძე: „ქუთაისის ბიუჯეტს უცხოეთიდან შემოსული ტრანსფერები ბევრად აღემატება“

ეკონომიკური აქტივობა ქალაქში, კვლავ სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ხარჯზე რჩება, ბიზნეს სექტორის როლი ქალაქის ცხოვრებაში უმნიშვნელოა. ამასთან, საზღვარგარეთიდან შემოსული ტრანსფერები დიდად აღემატება იმ ხარჯებს, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტი წევს, - აცხადებს ეკონომიკის ანალიტიკოსი რევაზ რობაქიძე ქუთაისის ეკონომიკური რეალობის შეფასებისას.
მისი თქმით, საზღვარგარეთიდან შემოსული ტრანსფერები ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებს ბევრად აღემატება.
"ყოველწლიურად ტრანსფერების სახით უცხოეთიდან ქუთაისში საქართველოს მასშტაბით ჩამორიცხული მთლიანი ტრანსფერების დაახლოებით 6 პროცენტი შემოედინება, რაც თანხაში - 87 მლნ. ლარს შეადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ წლის მანძილზე ქუთაისში უცხოური ტრანსფერების სახით ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 483 ლარი შემოედინება, რაც თვის განმავლობაში ერთ სულზე - 41 ლარს შეადგენს, - აცხადებს რობაქიძე. მისი განმარტებით, რომ არა უცხოური ტრანსფერები, ქალაქის საერთო ეკონომიკური სიტუაცია უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რადგან ტრანსფერების უმეტესობას მოსახლეობა იყენებს მოხმარებაზე, პირველადი საგნების შეძენასა და სხვადასხვა საჭიროებებისათვის, რომლებიც საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე ეფექტურ გავლენას ახდენს.

რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე საწარმოო ბრუნვის მაჩვენებლებს, ქუთაისი  კვლავ ჩამორჩება ბათუმს, თბილისს, მცხეთა- თიანეთისა და ქვემო ქართლის ცენტრალურ ქალაქებს. აღნიშნული პარამეტრების ფარგლებშია საბანკო პროდუქტების მოხმარების მაჩვენებლებიც; ბიზნეს სესხების რაოდენობის, დეპოზიტების ზრდის,  საკრედიტო ბარათების რაოდენობრივი მონაცემებით,  ქუთაისი  ასევე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონებს. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა