|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვანში დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მუღუნას დამშრობი მაგისტრალური და შემკრები არხების აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
არხზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალმა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატმა, პარლამენტის აგრარული კომიტეტის წევრმა  დავით ლორთქიფანიძემ დაათვალიერეს.
,,დღეისათვის, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია იმერეთის რეგიონში 5 ობიექტის, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 35 ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მომდევნო წლისთვის კი 20 ობიექტი დაემატება. მომავალში საირიგაციო ფართობების 200 000 ჰა-მდე, ხოლო სადრენაჟე ფართობების 100 000 ჰა-მდე გაზრდა იგეგმება", - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა ლევან   დვალმა.

მუღუნას მაგისტრალური არხი ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დამშრობი სისტემა 405 ჰა მიწის ფართობს მოემსახურება.  
სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა