|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები მერიისაგან თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებლის შეცვლას ითხოვენ

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაცვის ცენტრის წევრები ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტში პარაპეტების რესტავრაციისთვის გამოყოფილი თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებლის შეცვლას ითხოვენ. ამის შესახებ მათ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში, პარაპეტების შეკეთებისათვის თანადაფინანსების სახით პროცენტული მაჩვენებელი 50/50- ზე დაადგინა. ამ მაჩვენებლიდან 50 პროცენტი ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ხოლო დარჩენილი 50 პროცენტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ უნდა გადაიხადოს. ბინათმესაკუთეთა ამხანაგობის ინტერესთა დაცვის „ჩვენი ხმა“ დამფუძნებლის გოჩა სანიკიძის თქმით, პროცენტული მაჩვენებლის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვებულია. ისინი პროცენტული მაჩვენებლის მინიმალურ ზღვრად 80/20-ზე მიიჩნევენ. „ქალაქში შექმნილი მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, მივმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობას შეცვალონ აღნიშნული თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი, რათა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ შეძლოს თანხის გადახდა. მივესალმებით იმას, რომ პროგრამა „კორპუსის“ფარგლებში საკმაოდ ბევრი პროექტი აქვთ ჩასმული, გასაგებია , რომ ბიუჯეტში არის ფინანსური სიძნელები, მაგრამ ჯობია გაკეთდეს ბინების მცირე რაოდენობა, ვიდრე საერთოდ არ გაკეთდეს.“- განაცხადა გოჩა სანიკიძემ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაცვის ცენტრმა ამ საკითხზე მოსახლეობის 1351 ხელმოწერა შეაგროვა. ოფიციალურად განცხადებას თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებლის შეცვლაზე ქუთაისის მერიაში დღეს შეიტანენ.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა