|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა მოხდა სპორტის სასახლესთან ლეპსის კონცერტის დაწყებამდე

წარმოშობით ქართველ მომღერალ გრიგორი ლეპსის, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტზე მისულ მაყურებელს, სირცხვილის კორიდორში გავლა მოუხდა.

   სპორტის სასახლესთან 50-მდე ადამიანი საქართველოს დროშებითა და ტრანსპარანტებით იყო მობილიზებული, მათი განცხადებით ლეპსის კონცერტზე მისვლა სირცხვილია, ვინაიდან ის არის პუტინისტი, რომელიც მის იდეოლოგიას უჭერს მხარს.

    მოქალაქეთა ამგვარი გაღიზიანება, რამოდენიმე ხნის უკან ლეპსის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, სადაც ის ხაზგასმით აფიქსირებს თავის პოზიცის პუტინთან მიმართებაში.

    "საკუთარი ქვეყნის მოქალაქე ვარ, პატივს ვცემ ჩემს პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს  და ის, რასაც აკეთებს, მართებულად მიმაჩნია. მას ვენდობი, პატივს ვცემ, ვაფასებ, სავარაუდოდ, რუსეთისათვის ძალიან მომგებიანია ყირიმი. მაგრამ, რადგანაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა ასე გადაწყვიტა, ესე იგი ასეც უნდა იყოს!“, - განაცხადა ლეპსმა.

     შეგახსენებთ, ლეპსის კონცერტი რამოდენიმე თვით ადრე დაანონსდა და მიუხედავად ამ განცხადების, კონცერტამდე ერთი კვირით ადრე ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო. ღონისძიებაზე სხვა ინციდენტიც დაფიქსირდა, კონცერტის ორგანიზატორებმა ტელეკომპანია ,,მაესტროს" ჟურნალისტ ნინი მეტრეველს არ მისცეს მუშაობის საშუალება. კონცერტის განმავლობაში ის ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი. 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა