|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება 2016 წლისათვის ექნება

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" დემოკრტიული ჩართულობის ცენტრში,   ქუთაისის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობის შესახებ დისკუსია გამართა. შეხვედრას, როგორც არასამთავრობო,  ასევე სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

    ყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი საზედამხედველო კომპანიის “ემპტისაწარმომადგენლები განცხადებით, პროექტის რეკონსტრუქცია უკვე მოხდა, ამ დროისთვის  სამუშაოები ნორმალური ტემპით მიმდინარეობსპროექტში გარკვეული ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ვადები განსაზღვრა და ამჟამად სამუშაოები კარგ ტემპში მიდის, შესაბამისად, ქუთაისში მალე დასრულდება მოსახლეობისთვის წყლის გრაფიკით მიწოდება და ქალაქი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა," - განაცხადა ზედამხედველობის კომპანია ,,ემპტისას" წარმომადგენელმა, გიორგი ბიჭიაშვილმა. 

წყალმომარაგების რეაპილიტაციის პროცესი  დადებითად შეაფასეს  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც.     "შეხვედრაზე ამ პროცესში მონაწილე პრაკტიკულად ყველა მხარე იყო წარმოდგენილი. მქონდა რამდენიმე შენიშვნა,  თუმცა საბოლოოდ,  ყველა კითხვაზე მივიღე პასუხები. დაგვპირდნენ, რომ კომპანია ყველა სამუაოს დროულად ჩაატარებს, იმედია, მომავალი წლის ბოლოს  ქუთაისის  78პროცენტს მინც  ექნება 24 საათიანი  წყალმომარაგბა",- განაცხადა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის ,,თაობათა დიალოგის" დირექტორმა ნუგზარ კოხრეიძემ.    

     ქუთაისში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა