|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა Newpress.ge.-სთან საუბარში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია თანამდებობიდან მისი დროებით გადადგომის შესახებ. "დილიდან საღამომდე გასაუბრებაზე ვზივარ და არ მინდა ამით საკრებულოში  რაიმეს ყურადღება მოაკლდეს,  ამიტომ დროებით მოვალეობის შესრულება  ჩემს მოადგილეს, ბექა ყანჩელს დავაკისრე. როდესაც გასაუბრების ძირითად ნაწილს გავივლით და ხალხის რაოდენობაც შეთხელდება, ისევ განვაგრძობ ჩვეულ რიტმში საკრებულოში მუშოაბას,"- განაცხადა დვალმა.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე პარალელურად ქალაქის თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ხელმძღვანელობს. 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა