|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მამუკა ღლონტი ტელეკომპანია "მაესტროს" ტოვებს

მამუკა ღლონტი ტელეკომპანია "მაესტროს" ტოვებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში  მამუკა ღლონტმა თავად დაწერა. მისი თქმით,  "მაესტროში" თავის წილს იგი ტელეკომპანიის  დამფუძნებლებს უსასყიდლოდ გადასცემს. ღლონტი აქვე იმ  ინფორმაციასაც ავრცელებს, რომ მან  სატელევიზიო სტუდია დააარსა, რომელშიც  მუშაობას გააგრძელებს. 
"ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მივიღე ერთი წლის წინ, მაგრამ მეგობრების ხათრით (რომლებმაც მთხოვეს ერთი წელი ეს არ გამეკეთებინა) გადავდე აქამდე. მოკლედ მე გავდივარ "მაესტროს" მესაკუთრეთა რიგებიდან და ჩემს წილს უსასყიდლოდ გადავცემ თანაბრად "მაესტროს" პირველ დამფუძნებლებს. უზარმაზარი მადლობა მათ 20-წლიანი პარტნიორობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემს უსაყვარლეს პარტნიორს, მაკა ასათიანს და ჩემს უსაყვარლეს მეგობარს, კოტე გოგელიას, რომელთა როლი "მაესტროს" ისტორიაში განუზომელია. რატომ მივდივარ "მაესტროდან"? იმიტომ რომ დავაარსე ჩემი სატელევიზიო მწარმოებელი სტუდია, "ტვ სახელოსნო მაესტრო". იმედი მაქვს, რომ მალე შემოგთავაზებთ ახალ სატელევიზიო პროდუქტებს. ვიცი რა, რომ ჩემს ამ განცხადებას შესაძლოა მოჰყვეს ინტერპრეტაციები, გთხოვთ, ნუ მოძებნით შავ კატას ბნელ ოთახში, მით უმეტეს, როცა ის იქ არ არის. მომავალ სატელევიზიო შეხვედრამდე", - წერს მამუკა ღლონტი "ფეისბუქის" გვერდზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა