|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" ახალი მწვრთნელი გიორგი დარასელია იქნება

ქუთაისი ქუთაისის „ტორპედო“-ს მთავარ მწვრთნელად 46 წლის  გიორგი დარასელია დაინიშნა. ამის შესახებ „ Newpress.ge-    „ტორპედოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა რამაზ ჩხიკვაძემ განუცხადა. „წარდგენილი იყო რამდენიმე კანდიდატურა, ქალაქის ხელმძღვანელობამ არჩევანი შეაჩერა მართლაც გამოცდილ  მწვრთნელზე, გიორგი დარასელიაზე, რომელიც ისრაელის რამდენიმე კლუბში მოღვაწეობდა, ასევე წარმატებული იყო მისი კარიერა საქრთველოში, ხელმძღვანელობდა „გორის დილას“, სადაც მისმა გუნდმა დაამარცხა უმაღლესი ლიგის ყველა გუნდი. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.  ამ ეტაპზე ის კომენტარს არ აკეთებს.“- განაცხადა  რამაზ ჩხიკვაძემ.  

გიორგი დარასელიამ საფეხბურთო კარიერა  1987 წელს ქუთაისის ტორპედოში დაიწყო. საუკეთესო მიღწევები ჰქონდა „კოლხეთი–1913“–თან ერთად, ორჯერ გახდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანი და 1994/95 წლების სეზონში 26 გოლით გახდა სეზონის ბომბარდირი. საქართველოს ჩემპიონატში გატანილი აქვს 100–ზე მეტი გოლი. 

რაც შეეხება მის  სამწვრთნელო კარიერას, გიორგი დარასელიამ გაიარა სამწვრთნელო კურსები ისრაელის საფეხბურთო ასოციაციაში და 2010 წლის გაზაფხულზე მიიღო უეფა-ს PRO კატეგორიის ლიცენზია

ჯერჯერობით, გიორგი დარასელიას  ოფიციალურად წარდგენის დრო უცნობია.  ცნობილია ის, რომ  "ტორპედოს" სტადიონზე გუნდი 3 იანვრიდან შეიკრიბება და მზადებას მომავალი სეზონისთვის დაიწყებს. რამაზ ჩხიკვაძის თქმით, გუნდი 2 კვირიან შეკრებას თურქეთშიც გაივლის.  


ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა