|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" ახალი მწვრთნელის თანაშემწე გიორგი მეგრელაძე იქნება

„ტორპედოს“ ახალი მწვრთნელის თანაშემწე  36  წლის გიორგი მეგრელაძე იქნება.

 „ტორპედოს“ ახალი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას თანაშემწე  ამავე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, გიორგი დარასელია იქნება. სხვებს  მთავარი მწვრთნელი მოგვიანებიით დაასახელებს“,  -  განუცხადა „Newpress.ge-   „ტორპედოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა რამაზ ჩხიკვაძემ. 

გიორგი მეგრელაძემ საფეხბურთო კარიერა 1993-94 წლებში  წყალტუბოს „სამგურალიდან დაიწყო“,  1995-2000 წლებში თამაშობდა ქუთაისის  „ტორპედოში“ ,   პოზიციით თავდამსხმელია. მან კარიერა 2013 წელს მარტვილის "მერანში" დაასრულა.  რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარერას,  მან მიმდინარე წელს „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობაში დაიწყო.

  რამაზ ჩხიკვაძის თქმით, გამორიცხული  არაა „ტორპედოს“ შემადგენლობა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს.

„ფეხბურთელების დიდი ნაწილი დარჩება გუნდის შემადგენლობაში, გარკვეულ ნაწილს მოუწევს გუნდის დატოვება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ფეხბურთელთან.  3 იანვარს იქნება შეკრება და ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები. საბოლოოდ მწვრთნელი მიიღებს მათ შესახებ გადაწყვეტილებას“, - განაცხდა რამაზ ჩხიკვაძემ.


ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა