|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიის სკოლაში ყაჩაღი ცივი იარაღით შეიჭრა

ამდენიმე საათის წინ, სამტრედიაში, სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში, საგაკვეთილო პროცესის დროს, ერთი ნიღბიანი პიროვნება შეიჭრა და ინგლისურის მასწავლებელს ცივი იარაღის მეშვეობით დაზიანება მიაყენა. ფაქტი მესამე გაკვეთილზე დაფიქსირდა, რასაც მოსწავლეეების სახით თვითმხილველებიც ჰყავს. მძარცველმა პედაგოგს ოქროს სამკაულის მოხსნა მოსთხოვა, რა დროსაც წინააღმდეგობის გაწევას, იარაღის გამოყენება მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. 
   შეგახსენებთ, მსგავსი ინცინდენტი სკოლაში რამდენიმე თვის წინ მოხდა და მაშინაც მძარცველი შენობაში დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა. ამ ინფორმაციას სამტრედიის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

 სამტრედიის სოფლის სკოლებს მანდატურები არ ემსახურებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში, სკოლაში შევიდა უცხო პირი და მასწავლებელს ოქროს ბეჭედი მოსთხოვა, მან ვერ მოახერა ბეჭდის წართმევა და გაიქცა,  გიორგობიანის განცხადებით,  გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა პირმა პედაგოგი დაჭრა ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა,  სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ინციდენტზე საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა