|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახლწლო ნობათს გადასცემს

 ქუთაისის მერია  2 ათას 500 სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო ნობათს გადასცემს, ამის შესახებ „Newpress.ge- ს” ქუთაისის მერიაში იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა.

„საახალწლო ნობათს 2 ათას 500 ოჯახი მიიღებს. ნობათის შესაძენად გამოყოფილია 50 ათას ლარამდე თანხა. განცხადებების მიღება უკვე შეჩერებულია, უკვე მიმდინარეობს მათი დახარისხება. სულ დაახლოებით 3 ათასამდე განცახადებაა შემოსული. ჩემი პირადი აზრია, რომ პირველ რიგში ეს საჩუქრები იმ ოჯახებს გადავცეთ, რომელთა ქულაც  57- 70 ათასს შეადგენს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.“- განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

საახალწლო ნობათის დარიგება  ქუთაისის მერიაში 22 დეკემბრიდან  დაიწყება.  

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა