|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამარ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე იფრასტრუქტურულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დაგი პლიუსი“ ახორციელებს. თამარ მეფის ქუჩაზე კილომეტრი და 200 მეტრი ასფალტის საფარი იცვლება. ამ ეტაპზე დასრულებულია ბორდიულების, ტროტუარების, მოაჯირების გაკეთება, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ,,ეს პროექტი ერთ-ერთი მაშტაბურია ქუთაისში. ამინდებიც გვაძლევს საშუალებას სამუშაოები შეფერხების გარეშე განვახორციელოთ. ორ დღეში ასფალტის შემასწორებელი ფენა დაიგება და ავტომანქანებზე ძირითადი შეზღუდვები მოიხსნება“,-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა