|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აბაშაში მომხდარი მკვლელობა გაიხსნა

 აბაშაში რაიონში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით  ერთი პირი დააკავეს.  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან ერთი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი დაწვა, მსხვერპლის კუთვნილ 17 სულ რქოსან პირუტყვს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიების შედეგად იგი ადიგენის რაიონში დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. დაზარალებულის ოჯახი დანაშაულის თანამონაწილეების დაკავებას ითხოვს.




ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა