|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავარმა პროკურატურამ ახალაიას ახალი ბრალი წაუყენა

მთავარმა პროკურატურამ ახალაიას დღეს ახალი ბრალი წაუყენა.

საქმე ეხება ე.წ. ჯაშუშების საქმეს, რომელიც 2014 წლის ზაფხულში გააქტიურდა. ამჯერად კი ახალიას ბრალი საიდუმლო თანხების განკარგვასთან დაკავშირებით წაუყენეს.

 ანი ნადარეიშვილის თქმით,  ბაჩო ახალაიას ახალ ბრალს პროცესის დახურვის მიზნით  უყენებენ. 

ნადარეიშვილის ინფორმაციით, საუბარია ოპერატიული თანხის გაფლანგვაზე და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდება ამ თანხას შეეხება, სურთ, სასამართლო პროცესი დახურონ.   

"საქმე სულ 15 გვერდიანია და საქმეში ერთად-ერთი პირდაპირი მოწმე ლადო ბედუკაძეა, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პროცესი დახურონ და საზოგადოებას საშუალება არ ჰქონდეს, გაეცნოს მასალებს",  - აცხადებს  ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა