|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეროვნული გამოცდების ფორმატი, შესაძლოა, გაუქმდეს

ეროვნული გამოცდების ფორმატი, შესაძლოა, გაუქმდეს. განათლების სამინისტროს ეროვნულ და საატესტატო გამოცდებში კორექტივები შეაქვს.  საგამოცდო სისტემის ცვლილების შესახებ განცხადება დღეს განათლების მინისტრმა გააკეთა.თამარ სანიკიძე ამბობს, რომ ოპტიმიზაცია შეეხება როგორც საატესტაციო, ასევე ეროვნულ გამოცდებს.

განათლების მინისტრს დღეს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით შეძლებენ ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას. არ არის გამორიცხული, რომ ცვლილების შემდეგ საატესტაციო და ეროვნული გამოცდების შერწყმა მოხდეს და მოსამზადებელი საგნების რაოდენობაც შემცირდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მუშაობა უკვე დაწყებულია.

განათლების მინისტრის ინიციატივას საგამოცდო სისტემის ცვლილებების შესახებ ეჭვქვეშ აყენებენ განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ექსპერტები არ გამორიცხავენ, მისაღები გამოცდები კორუფციისა და ნეპოტიზმის წყარო გახდეს. 

სახელმწიფო უნივერსიტეტები და კერძო უმაღლესი სასწავლებლები საგამოცდო სისტემის მოსალოდნელ ცვლილებებს დადებითად აფასებენ. ისინი ერთიანი საგამოცდო სისტემის შექმნას მხარს დაუჭერენ.

სამინისტროში რეფორმის განხორციელების თარიღზე არ საუბრობენ. სავარაუდოდ, გამოცდების ჩაბარების ახალი სისტემა 2016 წლიდან შევა ძალაში.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა