|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "დავითობას" დილიდან აღნიშნავენ

"დავითობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში დაგეგმილი ღონისძიებები დილის ათი საათიდან დავით  აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყო. საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად "იმერეთის ჩოხოსანთა სადროშოს" წევრებიც ესწრებოდნენ.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის მხარის რწმუნებულმა ზაზა მეფარიშვილმა საქართველოს საამაყო მეფის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

,,დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდი,  ეს არის ერთ- ერთ- ყველაზე წარმატებული და აყავებული პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მინდა ყველას მივულოცო ეს დღე და ვუსურვო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,  ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“,- აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.  მისივე ინფორმაციით, უამინდობის მიუხედავად, დღის განმავლობაში დაგეგმილი ყველა ღონისძიება უკლებლივ შესრულდება.

 ამ წუთებში კი ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები გელათში იმყოფებიან,  სადაც  დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით  ღონისძიებები იმართება.





ავტორი: ეკა შალამბერიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა