|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული გოგონას ახლობლებმა გზა გადაკეტეს(+video)

აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 19 წლის ნანა გიგლემინის ახლობლემა გზა გადაკეტეს. ისინი მკველელის დაკავებას და იმ ვიდეო ჩანაწერის ამოღებას  ითხოვენ,  რომელმაც მომხდარი ფაქტი დააფიქსირა. როგორც გარდაცვლილის ახლბლები აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე ექპერტიზა არ ჩატარებულა.  დაკავებული პიროვნება კი უდანაშაულოა.  გარდაცლილის ახლობლების თქმით, ნამდვილი მკვლელი პოლიციელის მეუღლეა და მას ხელს აფარებენ:  "ნაცრისფერი ჯიპით იყო ქალი, პოლიციელის მეუღლე არისო. ხელს აფარებენ და უდანაშაულო ადამიანი ყავთ დაჭერილი. კვალი წაშალეს და გადარეცხეს სანამ ექსპერტიზა ჩატარდებოდა ", - ამბობს გარდაცვლილის ბიცოლა ნაზი გიგლემიანი.

მკვლელის დასჯას ითხოვს გარდაცვლილის დედა: " ჩემი ერთადერთი შვილი  7-8 წელი არ მყავდა ნანახიუდანაშაულო ადამიანი ყავთ ციხეში, ის გაუშვან და ნამდვილი მკვლელი დაიჭირონ", - აცხადებს გადაცვლილის დედა რუსუდან ნანავა.

აქციაზე პოლიცილებიც გამოჩნდენ რასაც ახლობლებთან დაპირისპირება მოჰყვა.

დაღუპული გოგონას ნათესავები საქმის დროულად გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვით  იმუქრებიან.

 19 წლის ნანა გიგლემიანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შსს  ინფორმაციით, საქმეზე  გამოძიება 276- მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს



ავტორი: ანა ჯიქია, გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა