|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს სამოქალაქო განათლება დაემატა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს სამოქალაქო განათლება დაემატა, ამის შესახებ დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა  განაცხადა. მისი თქმით, უმაღლესი სასწავლებელი თავად გადაწყვეტს, რომელი იქნება მეოთხე სავალდებულო გამოცდა. 

 ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ - ქართული ენა და ლიტერატურა, უნარები და უცხო ენა, ხოლო არჩევითი საგნების რაოდენობა აქამდე რვას შეადგენდა. არჩევითი საგნების ჩამონათვალი ასეთი იყო: ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ხელოვნება. ახლა არჩევით საგნებს მეცხრე - სამოქალაქო განათლება დაემატა. 
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია ხვალ 10:00 საათიდან დაიწყება. 
კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება გეოგრაფიის გამოცდას, კერძოდ, ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო, 3 საათის ნაცვლად, 2.30 საათი იქნება. ტესტის მაქსიმალური ქულა კი, 70-ის ნაცვლად, 60 ქულა. ამასთან ისტორიის ტესტი 80-ის ნაცვლად 70-ქულიანი იქნება, არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა. 
მაია მიმინოშვილის განცხადებით, პროცესში მონაწილეობს 64 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი, გამოცხადებულია 44 635 საკონკურსო ადგილი, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადგილი შეივსება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა