|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოავარიის შედეგად დაღუპული გოგონას საქმეზე დაკავებული არავინაა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, ამჟამად დაკავებული არავინაა, ამის შესახებ  “Newpress.ge”- ს შსს საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურიდან განუცხადეს: 

„ამ საქმეზე დაკავებული არავინაა.  ავტოსაგზაო შემთხვევაზე  გამოძიება 276-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის  სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმეზე დაკითხული არიან მოწემეები, დანიშნულია ექსპერტიზა“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-ში არ აკონკრეტებენ, აქვს თუ არა ეჭვმიტანილის სტატუსი საქმესთან თავდაპირველად დაკავებულ პირს. უწყების განმარტებით,   საქმესთან დაკავშირებით კომენტარები გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.   

დღეს გარდაცვლილი გოგონას ახლობლებმა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით აღმაშენებლის გამზირი გადაკეტეს. 


ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა