|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან იზორია:"პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმირების პოლიტიკური ნება არსებობს"

სს–ში დაგეგმილ რეფორმებზე მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ სასტუმრო "რედისონში", პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმირების საკითხზე გამართულ საზოგადოებრივ ფორუმზე ისაუბრა. მისი თქმით, უწყებაში რეფორმები, რომ განხორციელდეს ამის პოლიტიკური ნება არსებობს და შს ახალი მინისტრი სწორედ ამ სულისკვეთებით იწყებს მუშაობას.
" შს სამინისტრო უპრეცედენტო რაოდენობის საკანონმდებლო ინიციატივით წარსდგა პარლამენტის წინაშე სწორედ იმისთვის, რომ ინსტიტუციური განვითარების სამართლებრივი საფუძველი შექმნილიყო. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ. ჩვენი მთავარი მიზანია სწორედ ის, რომ ინსტიტუტები იყოს რაც შეიძლება მიუკერძოებელი პოლიტიკისგან, ანგარიშვალდებულნი და ეფექტურნი, იყვნენ ობიექტურნი და დამოუკიდებელი სუბიექტური, მათ შორის პიროვნული ფაქტორებისგან.  პოლიტიკური ნება ამ მიმართულებით არსებობს და ის მყარი და მტკიცეა. ამას მოწმობს პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები. შს ახალი მინისტრი სწორედ იმ სულისკვეთებით იწყებს მუშაობას, რომ წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც უკავშირდებოდა შს სამინისტროს სისტემის რეფორმირებას, განხორციელდეს და ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მექანიკური დაყოფა, იყოს შინაარსობრივი დაყოფა იმ სტანდარტებთან დაახლოებული, როგორც ეს ევროპისა და ამერიკისთვის არის დამახასიათებელი", - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა