|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სურსათის ეროვნული სააგენტო ინსინერატორების დამონტაჟებას აპირებს

ადამიანებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ინსინერატორების დამონტაჟებას იწყებს. დაავადებებისგან დაცემული ცხოველების ინსინერატორის მეშვეობით განადგურების დანერგვა, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. პირველ ეტაპზე, სურსათის ეროვნული სააგენტო ინსინერატორების დამონტაჟებას იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გეგმავს.  ინსინერატორი - ეს არის სპეციალური წვის ღუმელი, სადაც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება დაავადებულ ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება. დაავადებისგან დაცემული ლეშის განადგურება უმეტეს შემთხვევაში სპეციალურ სამარხებში დამარხვით ხორციელდებოდა. ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ მიწის დამუშავების დროს,  სამარხების დაზიანების და შესაბამისად, დაავადების აღმძვრელთა გავრცელების დიდი ალბათობა არსებობს. ეს კი, საფრთხის შემცველია როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა