|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხორში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაქურდეს

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხორში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაქურდეს. ბანკის ფილიალი იმავე შენობაშია განთავსებული, სადაც პოლიციის ქვეგანყოფილება. ბანკს და პოლიციის შენობას ერთი კედელი აქვს.

 როდესაც "ლიბერთი ბანკის" ფილიალს ძარცვავდნენ, გვერდზე პოლიციის ოფისში 4 მორიგე პოლიციელი იმყოფებოდა. ისინი ამბობენ, რომ არაფერი გაუგიათ. 

"ლიბერთი ბანკის" ფილიალიდან არა თუ თანხა, არამედ 1,5 მეტრი სიგრძის რკინის და ცეცხლგამძლე სეიფია წაღებული. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ბანკში სავარაუდოდ დასარიგებელი პენსიისა და სოციალური დახმარების თანხა ინახებოდა, რაც მთლიანობაში  7 ათასი ლარს შეადგენს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და ფაქტს იმ განყოფილების წევრები იძიებენ, რომლის გვერდითაც ბანკი გაძარცვეს. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა