|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

10-დან 13 თებერვლის ჩათვლით ქუთაისს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

დღეიდან 13 თებერვალის ჩათვლით ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქუთაისის ნაწილს, ამის შესახებ სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალი იტყობინება. შეზღუდვების მიზეზი გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოებია.
 მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი-2“ 11 თებერვალს, 13:00-15:00 საათამდე პროფილაქტიკური  სამუშაოები ჩაუტარდება ფიდერს „თიბისი ბანკი“, ხოლო 12 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე გაითიშება ფიდერი „N24“. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აღმაშენებლის, გრიშაშვილის, ყაუხჩიშვილის, სარაჯიშვილის, ჩეჩელაშვილის,ხანცთელის, გალაქტიონ ტაბიძის, ლორთქიფანიძის, დუმბაძის, ნინოშვილის, რუსთაველის (ნაწილ.), ბარათაშვილის, ფხაკაძის, ნიჟარაძის, ჭიათურის, გაფრინდაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს და აქ განთავსებულ ორგანიზაციებს (დაახლოებით 2500 აბონენტი).
 
11 და 13 თებერვალს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ პროფილაქტიკური სამუშაოები აქვს დაგეგმილი  მ/ძ გადამცემ ხაზზე „სათაფლია“, რის გამოც აღნიშნულ დღეებში  09:00-18:00 საათამდე გაითიშება ქვესადგური „მოწამეთა“ და ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება კლდიაშვილის, გელათის და მიმდებარე ქუჩებს და შესახვევებს(დაახლოებით 950 აბონენტი).
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა