|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება

საქართველოს სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება. ახალი საგნის სახელწოდებაა - "მე და საზოგადოება". შესაბამისი ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში უკვე შევიდა, რომელიც გაზაფხულზე დამტკიცდება.
თავდაპირველად საგანი საპილოტე პრინციპით მომდევნო სასწავლო წლიდან მისი სწავლება  თბილისსა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში დაიწყება. 2016-2017 სასწავლო წლიდან კი ახალი საგანი  მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში სავალდებულო გახდება.
როგორც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა, საგნის ძირითადი მიმართულებებია პიროვნული განვითარება და იდენტობა.
" საგნის "მე და საზოგადოება" სწავლება ამ ეტაპზე მესამე და მეოთხე კლასში დაიწყება. პარალელურად, გავაგრძელებთ დამუშავებას და სწავლება მე-5 მე-6 და მე-7 მე-8 კლასშიც გაგრძელდება", - აღნიშნა ლია გიგაურმა.
მისივე განმარტებით, ბავშვების მზაობიდან გამომდინარე, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა - საკუთარი პიროვნების შეგნებაა. 
"მიმართულებას დავარქვით "პიროვნული განვითარება და იდენტობა". შინაარსი ისეა დალაგებული, რომ მოსწავლეს განუვითაროს თვითანალიზის უნარი", - განმარტა ლია გიგაურმა.
 ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შემდეგ, შესაბამისი სახელმძღვანელოს კონკურსი გამოცხადდება. 

ამ ეტაპზე, უცნობია, ვის  ექნება უფლება ამ ახალი საგნის სწავლების.

წყარო: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა