|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ევროკავშირის „კინოფესტივალი 2015“ იწყება

  საქართველოში  ევროკავშირის კინოფესტივალი იწყება, რომელიც საქარველოს ხუთ ქალაქში  გაიმართება.  კინოფესტივალი  20 თებერვალს  ბულგარელი რეჟისორის ფილმის „უცხოელი“  ჩვენებით გაიხსნება.  აღნიშნულის შესახებ დღეს    „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადეს. ფილმების ჩვენება ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1-ლი მარტის ჩათვლით  გაიმართება.  

   როგორც  ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალის მიზანი  კინოხელოვნების  გით ევროპული კულტურის  მრავალფეროვნებისა და ძირითადი ღირებულებების გაცნობაა.  „ეს ევროპული კინოფესტივალის  მეორე წელია, რომელსაც საქართველოს ხუთ ძირითად ქალაქში ვატარებთ, თუმცა წელს ერთი ცვლილება მოხდა, კერძოდ, ბათუმის ნაცვლად  ჩავსვით ფოთი, რადგან გვინდა ამ ქალაქის ამ კუთხით გამოცოცხლება. იმ ფილმებიდან, რომლებიც უნდა ვაჩვენოთ,  ზოგიერთი მათგანი ნაჩვენები არ არის საქართველოში. ევროკავშირი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ყველა უნდა ეზიაროს კინოხელოვნებას და ფილმებზე დასწრებას თავისუფალს ხდის.  ამით ჩვენ მოზარდებს გავაცნობთ ევროპულ კულტურასა და ღირებულებებს,“-განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა მაია ჩიტაიამ.

   აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსიაც, რომელსაც მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი თამთა თურმანიძე წაიყვანს. მისი თქმით,  ეს მნიშვნელოვანი იქნება მოზარდების აზროვნებისა და მეტყველების განვითარებისთვის.    „კარგი ტრადიცია დამკვიდრდა,  ყოველი ფილმის შემდეგ იმართება დისკუსიები, რაც საინტერესოა იმ მხრივ, რომ ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება  მიეჩვიონ დისკუსიის ხელოვნებას. რეალურად, ეს არის კიდევ უფრო გაღრმავება და ევროპული ფასეულობების დამკვიდრების მცდელობა ჩვენს ქვეყანაში,“ -აღნიშნა თამთა თურმანიძემ.

პროექტი ქუთაისში  მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს. კინოფესტივალი  საქართველოს ხუთ ქალაქში:თბილისში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში ჩატარდება.

 

ავტორი: იზა მოდებაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა