|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლარის გაუფასურებებით კომერციულმა ბანკებმა მნიშვნელოვანი მოგება ნახეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის დეკემბერში, კომერციულმა ბანკებმა საკონვერსიო ოპერაციებით (ვალუტის ყიდვა-გაყიდვით) 23 მლნ 192 ათასი ლარის მოგება მიიღეს. აშშ დოლართან ლარის გაუფასურებამდე, 2014 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების მოგებამ საკონვერსიო ოპერაციებით 5 მლნ 514 ათასი ლარი შეადგინა, ოქტომბერში კი 5 მლნ ლარი. 2014 წლის დეკემბერში ბანკების მოგება 18 მილიონი ლარით გაიზარდა.  ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წელს კომერციული ბანკები 474,808 მლნ ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ. 

 ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებით, ლარის აშშ დოლართან გაუფასურების დროს ბანკების მოგება მნიშვნელოვნად იზრდება.

ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით, დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ლარი 2.0247 ნიშნულზეა. საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.04 ლარი ღირს. კომერციულ ბანკში 100 დოლარის ყიდვისთვის 204 ლარი დაგჭირდებათ. ეროვნულმა ლარმა აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო.

 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა