|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სარეაბილიტაციო სამუშაოები 42 ქუჩას ჩაუტარდება

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. პროექტების მონიტორინგის სამსახურის  უფროსმა მინდია ღლონტმა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან, ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და  ზედამხედველობის სამსახურის უფროსებთან ერთად, შესყიდვებისა და სატენდერო პირობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ქუთაისში გახორციელებულ და მიმდინარე პროექტებსაც შეეხო.  ქუთაისის მერის მოადგილის, ნოდარ მიქიაშვილის თქმით, მთლიანად რეგიონში  და ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსახორციელებელ პროექტებზე  18 მლნ ლარი დაიხარჯება.

 „15 მილიონი ქუთაისისთვის გამოყოფილია სამუშაოებისთვის. დაახლოებით 7 მილიადრ ლარზე ტენდერი გამოცხადებულია და მარტიდან დაიწყება სამუშაოები. მიმდინარეობს გელათის, სოლომონ პირველის, სოლომონ მეორის და ნიკეას ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე  1 მლნ ლარია გამოყოფილი ეზოების მოსაწყობად, 6 ბაღს უკეთდება მიშენება, რომ ოთახები გაფართოვდეს“,- განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.

ქუთაისში  სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაახლოებით 42 ქუჩას  ჩაუტარდება.  

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა