|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის რეგიონისთვის 44 მილიონი ლარი გამოიყო

ცენტრალური ბიუჯეტიდან იმერეთის რეგიონისთვის  44  მილიონი ლარი გამოიყო, ამის შესახებ  გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მინდია ღლონტმა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან, ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და  ზედამხედველობის სამსახურის უფროსებთან ერთად, შესყიდვებისა და სატენდერო პირობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 

ზაზა მეფარიშვილის თქმით, პროექტების განვითარებიდან შესრულდა ყველა პროექტი, მაგრამ ხარისხი  არც თუ ისე კარგია.  „2014 ში იმერეთის რეგიონმა "პროექტების განვითარებიდან" შეასრულა ყველა პროექტი, მაგრამ რომ ვიყოთ კრიტიკულები ვენ თავან, სამწუხაროდ ვერ მივიღეთ სათანადო შედეგები.  იმერეთის რეგიონი მუნიციპალური განვითარების ონდიდან კარგ დაფინანასებას ის, ჯამში, ეს არის 44 მილიონი ლარი. სეგმენტურად, ქუთაისმა 15 მილიონი ლარი ბიუჯეტშიც ასახა. პროექტირებაზე ქუთაისი თვითონ იხდის თანხებს ბიუჯეტიდან, თვითონ ამზადებს პროექტებს, რაც მას აძლევს საშუალებას დაიწყოს სამუაოებზე ტენდერების გამოცხადება“, - განაცხადა ზაზა მეფრიშვილმა.

ქუთაისის მერის მოადგილის, ნოდარ მიქიაშვილის თქმით, ტენდერი დაახლოებით 7 მილიონ ლარზეა გამოცხადებული და  სამუშაოები მარტიდან დაიწყება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა