|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმეს შსს შეისწავლის

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც  „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2014 წლის ფინანსური და ბუღალტრული  ანგარიშების ანალიზისას  დაფიქსირდა გარკვეული შეუსაბამობები, რის გამოც სამინისტრომ საქმე შსს გადასცა. 

"სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლა საქმე და შემდგომი რეაგირებისთვის  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება მხოლოდ გამოძიების პროცესზე ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს", - ნათვამია  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში. 


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა