|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ძაღლების მუნიციპალური თავშესაფარი გაკეთდება

უმათვალყურეოდ დარჩენილი ძაღლებისთვის ქუთაისში მუნიციპალური თავშესაფარი მოეწყობა. ამის შესახებ "Newpress.ge"-ს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის,  დასუფთავების სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ განუცხადა. 

თუმცა, მუნიციპალური თავშესაფრით ძაღლები 6 თვის შემდეგ ისარგებლებენ,  მანამდე კი ქალაქში არსებულ თავშესაფარს  64 ათას ლარიან  ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „უნივეს ჯგუფი“ მოაწყობს. ტენდერი სამდღიანი იყო.  გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება. 
„წლების განმავლობაში ერთწლიანი ხელშეკრულება იდებოდა. იქ იყო გათვალისწინებული დაჭერა, სამედიცინო შემოწმება და გაშვება.  არსებითად არაფერი შეგვიცვლია. გვინდა რომ მუნიციპალური თავშესაფარი გავაკეთოთ.  ტენდერში გამარჯვებულისათვის  მაქსიმალურად რომ მოგვეთხოვა ევროსტანდარტების ტიპის შენობა, ეს   მეწარმეს ცუდ პირობებში  ჩააყენებდა, ამიტომ შევეცადეთ მინიმალური მოთხოვნები  ჩაგვედო პირობებში, ესენია:  ძაღლის შენახვა, დაბანა,  გაწმენდა, დაბირკვა, კასტრაცია და სამედიცინო შემოწმება“,- განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.
 ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ავტომშენებლის 49-ში ძაღლების თავშესაფრის მოწყობა უკვე დაიწყო.   


ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა