|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" მწვრთნელი გუნდში ახალი ფეხბურთელების მისვლას არ გამორიცხავს

„ტორპედოს“ მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ თურქული შეკრება შეაფასა. გუნდი ორი კვირის განმავლობაში ბელეკში ემზადებოდა, სადაც ფეხბურთელებმა  ხუთი მატჩი ჩაატარეს. „ტორპედომ“  პირველივე ტესტ–მატჩში, ყაზახურ „ირტიშთან“ გამარჯვება მოიპოვა.  შემდეგ კორეულ „ჟეჟუ იუნაიტედთან“ და ტაშკენტის „პახტაკორთან“  დამარცხდა, ბოლო ორი შეხვედრა უნგრულ „დებრეცენთან“ და ბულგარეთის „ბოტევთან“  ფრედ დაასრულა. გიორგი დარასელიას თქმით, თურქული შეკრება  ნაყოფიერი აღმოჩნდა,  მან შეჯიბრებებიდან  ტაშკენტისფახტაკორდა უნგრულდებრეცენ გამოყო.  თურქეთში ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიურად ვემზადებოდით და ამხანაგური თამაშებიც საკმაოდ გავმართეთ. ჩვენ ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ და ვიცოდით, შეკრებაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევდა. პირველივე "ამხანაგურში" ვიმარჯვეთ ყაზახებთან. სამწუხაროდ, დანარჩენ შეხვედრებში გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ შეკრებები იმისთვის ხდება, რომ გუნდი საფუძვლიანად მოემზადოს, შემადგენლობა შეირჩეს და ახალი ტაქტიკური მონახაზი გაკეთდეს. ჩვენმა სპარინგ-მეტოქეებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ მაინც ტაშკენტისფახტაკორსადა უნგრულდებრეცენსგამოვარჩევდი.

გიორგი დარსელია გუნდში ახალი ფეხბურთელების მისვლასაც არ გამორიცხავს, პარალელურად  „ტორპედო“ 18 თებერვლის საფეხბურთო სეზონი განახლდება.

ჩვენ კიდევ გვჭირდება გაძლიერება, ამიტომ არ გამოვრიცხავ ახალი ფეხბურთელებიც ვიხილოთ გუნდში. საწყისი თამაშები ყოველთვის რთულია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონი კარგი სტარტით დავიწყოთ. ჩემპიონატში რთული სატურნირო მდგომარეობა გვაქვს, რაც „ტორპედოს“ ნამდვილად არ ეკადრება, ამიტომ ვეცდებით მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ“,- ამბობს გიორგი დარასელია.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა