|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში „სიყვარულის ხიდი“ გაიხსნა

წყალტუბოშისიყვარულის ხიდიგაიხსნა. იდეა წყალტუბოს მინიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს ეკუთვნის. წყალტუბოს გამგებელის კონსტანტინე მამისეიშვილის თქმით,ხიდის დასაწყისში გაკეთდება აბრა ინგლისურ და ქართულ ენებზეუკვე დაიდგა გულის ფორმის კონტრუქცია, რომლის მოწყობა გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და წყალტუბოელი ბიზნესმენის გიზო ბზიკაძის დახმარებით გახდა შესაძლებელი.ხიდს ოფიციალურად დაექმევასიყვარულის ხიდი“.
12
ხიდის აღდგენაზე ქართველმა არქიტექტორებმა იზრუნეს როგორც პროექტის ზედამხედველი ვლადიმერ ღაჭავა ამბობს, ხიდების დიზაინში მთავარი პირობა ძველი არქიტექტურის მაქსიმალური აღდგენა იყო. „ერთადერთი ხიდია, წყალტუბოში, რომელიც მანადე წყალტუბოს პარკის შესასვლელში მოაჯირების გარეშე იყო და რომლის დიზიანი შეიცვალა. ხიდს მოაჯირი თანამდეროვე ტიპის რკინს კონსტრუქციებით შეუცვალეს“ - ამბობს ვლადიმერ ღაჭავა. 

მცირე ზომის საცალფეხო ხიდების აღდგენა-რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს. დღეიდან წყალტუბოში იქნება ადგილი სადაც შეყვარებული წყვილებნი ერთმანეთს სიყვარულს შეფიცებენ. ხიდზე დაიდგა გულის ფორმის კონსტრუქცია, სადაც წყვილები სიმბოლურად ბოქლომებს შესაბამენ.




ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა