|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისი 2010“ „ბათუმთან“ დამარცხდა

 „ქუთაისი 2010“ „ბათუმთან“  დამარცხდა  სუპერლიგის მეცხრე ტურის მატჩი  ქუთაისურმა გუნდმა ანგარიშით  91:97  დაასრულა. თამაში მასპინძლებისთვის მძიმე გამოდგა. ბათუმლები  უფრო მობილიზებულები გამოვიდნენ. მასპინძლებისგან განსხვავებით, სტუმრებმა  სწრაფი შეტევებიდან დაწყებული და ზუსტი სროლებით დამთავრებული ყველაფერი ზუსტად  შეასრულეს. პირველი მეოთხედი ბათუმელებმა 19:18 მოიგეს და შემდეგ უპირატესობა - 46:36 გაზარდესმე-3 ათწუთის  მიწურულს  ქუთაისელებმა სხვაობა მინიმუმამადე შეამცირეს - 60:61, თუმცა მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ მეტოქესთან 6 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.
 
შეხვედრის გმირი ბათუმელთა ამერიკელი ლეგიონერი  ბობ ჯინ იანგი გახდა, რომელმაც თავის გუნდს  37 ქულა მოუტანა.
ქუთაისი 2010“  ყველაზე  შედეგიანები მირზა სარაილია (23 ქულით) და ზაურ ფაშაევი (21 ქულით) აღმოჩნდნენ.
გუნდს მიღებული ტრავმის გამო გიორგი ბარბაქაძე აკლდა. მომდევნო თამაშსქუთაის 2010“ 20 თებერვალს რუსთავთანგამართავს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა