|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ პირებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს  ხვდება.  კანდიდატებთან შეხვედრა, რომელთაგანაც ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულ პოსტზე პარლამენტს ერთ-ერთ მათგანს წარუდგენს, ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს.  პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს მისასალმებელი პირებს  სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

 პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა კრიტერიუმებთან დაკავშირებით კითხვები მოხსნილი უნდა იყოს. მისი თქმით, კითხვების მოხსნა იმ მომენტიდან უნდა მომხდარიყო, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია მოხდა.
" იმ მომენტიდან, როდესაც თითოეული თქვენგანი იქნა დარეგისტრირებული, კრიტერიუმების თაობაზე კითხვა უნდა ყოფილიყო მოხსნილი და ჩემი აზრით, ის დღეს უკვე მოხსნილია, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა მიმდინარე პროცესი შეაფასა და მას ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით "წინგადადგმული ნაბიჯი" უწოდა.
"დღეს ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო პროცესის მონაწილენი. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გაძლიერების თვალსაზრისით, რადგან გვექნება დისკუსია, სადაც ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ ჩვენი ხედვები", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა