|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკეაზე მდებარე ბაგა-ბაღი არ გაუქმდება

ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს,  რომელშიც დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას ნიკეას ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღის  მოსალოდნელი გაუქმების შესახებ.

მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების 31- ფილიალ ამჟამად  სწავლის პროცესი შეწყვეტილია. აღსაზრდელები და პედაგოგები კი  მე-18 და მე-20 ბაგა-ბაღებში არიან გადანაწილებული.  ამის მიზეზი კი შენობის ავარიული მდგომარეობა გახდა. „ შენობა ამორტიზებულია. კედლებს აქვს ბზარები. სართულებს შორის არის ნაპრალები. შენობის შესახებ დასკვნას ამზადებს სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო“,-ნათქვამია განცხადებაში. ამ განცხადების თანახმად, 31- ბაღის შენობასექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება, რის შემდეგაც ისევ თავის ფუნქციას დაიბრუნებს: "გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებრომ შესაძლოა რეაბილიტირებული შენობა სხვა დანიშნულებით იქნეს გამოყენებული,  დეზინფორმაციაა. რეაბილიტაციის შემდეგ შენობაში ისევ ბაგა-ბაღი განთავსდება"-აცხადებს მერიის პრესსამსახური

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა