|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზეიმო მიღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის

„სიყვარულის დღესთან“ დაკავშირებით ქუთაისში ადგილობრივმა მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საზეიმო მიღება მოუწყო. ააიპ კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ 100 მდე ბავშვს სპეციალური პროგრამა შესთავაზა. ისინი  ქუთაისის სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარები არიან.  ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადსცეს. კონცერტს ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო. „სიყვარულის დღის“ აღნიშვნა ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ტრადიციული სახე აქვს და უკვე მესამე წელია იმართება.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა