|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნინი ბადურაშვილმა და ანრი ჯოხაძემ ქუთაისს "ვალენტინობა" მიულოცეს (VIDEO)

 მომღერლებმა ნინი ბადურაშვილმა და ანრი ჯოხაძემ ქუთაისს "ვალენტინობა" მიულოცეს. ღონისძიება რესტორან ,,იმპერიალში" გაიმართა, მიუხედავად დაგვიანებისა, საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელი კმაყოფილი დარჩა..

 როგორც ,,ნიუპრესთან" საუბარში ღონისძიების ორგანიზატორი კოკი კიწმარიშვილი აცხადებს,  ,,სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი ჩამოვიყვანეთ, როგორც ხედავთ, ღონისძიებამ სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელი კმაყოფილია", - განაცხადა კიწმარიშვილმა.
  რესტორან ,,იმპერიალის" მენეჯერის, ნარგიზ ნიკოლეიშვილის თქმით, მსგავსი საღამოები უფრო ხშირად მოეწყობა.
  მომღერალ ნინი ბადურაშვილის განცხადებით, ამ ქალაქში ყოველთვის  დადებით ემოციებს იღებს. მომღერალი აცხადებს, რომ შეეცდება კიდევ უფრო ხშირად ჩამოვიდეს და ლამაზი საღამოები აჩუქოს ქუთაისელებს.
   წმინდა ვალენტინის დღე (ვალენტინობა) სათავეს მეხუთე საუკუნის, რომიდან იღებს და ტრადიციისამებრ, 14 თებერვალს აღინიშნება. ამ დღეს შეყვერებული წყვილები ერთმანეთს საჩუქრებსა და სასიყვარულო ბარათებს უძღვნიან.



    

ავტორი: გიგა გელხვიიძე, ბექა გერაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა