|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ათეულში მოხვდა

საქართველო  უსაფრთხო ქვეყნების ათეულში მოხვდა. კვლევას ამერიკული ინტერნეტჟურნალი  აქვეყნებს. 2014-15 წლების მიხედვით, საქართველო რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს. მსოფლიო უსაფრთხო სახელმწიფოების ხუთეული ასე გამოიყურება: ისლანდია, ტაივანი, დანია, ავსტრია და ახალი ზელანდია.

 ,,საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სახელწიფოდ შეიძლება მივიჩნიოთ. სხვა ქვეყნების ქალაქებისგან განსხვავებით. საქართველოს დედაქალაქში გადაადგილება დღისით და ღამით უსაფრთხოა. საქართველოში ნაკლებია ქურდობა, ტერაქტები, მკვლელობა, საქართველო ტურისტებისთვის საუკეთესო ადგილია. ამ ქვეყანაში მოგზაურობისას შეგიძლიათ ეწვიოთ შავი ზღვის სანაპიროს, იმოგზაუროთ კავკასიონის მთებში, ეწვიოთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ ადგილებს და დაათვალიეროთ ეროვნული პარკები“,- აღნიშნავს “lifestyle9.com”-ის სტატიის ავტორი, რომელიც მსოფლიო ბანკისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებს ეყრდობა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა