|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი ქალბატონის ვინაობა ცნობილია

სამტერედიასთან 84 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა.  გავრცელებული ინფრმაციით, შეჯახების შედეგად იგი  ადგილზე გარდაიცვალა. წუხელ ღამით შემთხვევა სოფელ საჯავახოსთან მოხდა. სამტრედიასთან მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი ქალის ვინაობა ცნობილია. გარდაცვლილი ქალბატონი  საკუთარმა ბიძაშვილმა ამოიცნო.  როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერიან ფოცხვერიამ განაცხადა  გარდაცვლილი 84 წლის ციალა ჯანაშიაა. ოჯახის წევრების  თქმით, ქალს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს, შემდეგ შეიტყვეს, რომ მას მატარებელი დაეჯახა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ის მატარებელს თვითონ შუვარდა. 

მომხდარის გამო მატარებლის მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო, ამ დროისთვის მოძრაობა  აღდგენილია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა