|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ მიდის - არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პარლამენტის წინ, ნატოს დაარსებიდან 66 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. ღონისძიების ძირითადი მესიჯი ,,საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიდის“ იყო.

  როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორის“  დამფუძნებელმა გივი კუბლაშვილმა "ნიუპრესს" განუცხადა, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ აქტიურად აწარმოონ მოლაპარაკებები საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციისთვის. მისივე თქმით, ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ხალხის არჩევანს და მისი მისწრაფება ევროკავშირისკენ საქმით უნდა დაამტკიცოს.

 ,,მოვუწოდეთ სახელმწიფოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, აქტიურად აწარმოონ მოლაპარაკებები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრირებისათვის. შეწყვიტონ აბაშიძე-კარასინის მოღალატეობრივი ფორმატი. საქართველოს 69%-მა რეფერენდუმზე აირჩია ნატო და არა ევრაზიული კავშირი. მთავრობამ პატივი უნდა სცეს ხალხის აზრს და არა მხოლოდ ლაპარაკით, ქმედებებითაც უნდა დაადასტუროს, რომ ნამდვილად ნატოს წევრობისთვის იბრძვის“,- განაცხადა კუბლაშვილმა.

  ღონისძიება პარლამენტის შენობასთან დაიწყო და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლა.



ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა