|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,შეაჩერე ძალადობა“ - ცხოველთა დამცეველების აქცია

,,შეაჩერე ძალადობა“ -  აღნიშნული ლოზუნგით, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა დამცველები და მოქალაქეები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ეგრეთ წოდებული ქუჩის ძაღლების დაცვა და ყურადღების მიქცეევაა. როგორც ისინი აცხადებენ, ძაღლებს უნდა ჩაუნერგო ჯიპიარეს ჩიპები, რომლის მეშვეობითად ადვილად მოხდება მათი ადგილმდებარეობის დადგენა. ასევე უნდა მოხდეს მათი უსაფრთხო თავშესაფრებში გადაყვანა, უნდა ჩაუტარდეთ სტერილიზაცია და არ მოხდეს მათი ,,დაძინება“. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს აღნიშნულ საკითხს. 

   ,,მე როგორც მოქალაქე და ამავდროულად ძაღლის პატრონი, ვუერთდები ამ აქციას და მივმართავ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უდიერად ეპყრობიან ქუჩის ძაღლებს და მათთან მიმართებაში კრიტიკული კომენტარებით გამოირჩევიან. მაშინ მიხვდებიან ცხოველის ფასს, როდესაც თავად ეყოლებათ ის. გაითვალისწინეთ ძაღლი არ არის უბრალოდ ცხოველი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თენგიზ ლიპარტელიანმა.

  აღნიშნულმა აქციამ სათავე რუსთაველის მეტროსთან აიღო და ავლაბარში პრეზიდენტის სასახლესთან დასრულდება. 






ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა