|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საერთაშორის გამჭირვალობა საქართველო" პრემიერის განცხადებას გადაამოწმებს

საერთაშორის გამჭირვალობა საქართველო ხელისუფლების მხარდაჭერილი პროექტების გადამოწმებას იწყებს და ჩართულობისკენ საზოგადოებასაც მოუწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობა ახორციელებს პროექტებს: „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც კოორდინაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევენ და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელთა ფარგლებშიც ხელისუფლების მტკიცებით, მათი მხარდაჭერით და ხელშეწყობით, საქართველოს მასშტაბით განახლდა ათეულობით ძველი და გაიხსნა 100 ახალი საწარმო. "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" პრემიერ მინისტრის 26 მარტს გამართული პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება მოჰყავს, სადაც ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა, რომ რეალურად შეიქმნა იმაზე მეტი საწარმო, ვიდრე დაგეგმილი იყო. კერძოდ კი გაიხსნა 105 ახალი და გაფართოვდა 580 ძველი საწარმო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2014 წლის ოქტომბერში აჭარის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ესტუმრა 25-მდე საწარმოს. ჩვენ მიერ ადგილების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ: სამი საწარმო შენების პროცესში იყო; 9 მათგანი ინდმეწარმე იყო; 9 მათგანი სასათბურე მეურნეობას წარმოადგენდა; ტყაჩირში (წყალტუბო) მდებარე სასათბურე მეურნეობის პატრონმა ი/მ. მამუკა ვაჩიბერიძემ გვითხრა, რომ მას არანაირი აგროკრედიტი არ მიუღია და ბიზნესს საკუთარი სახსრებით აწარმოებდა; შპს „ბათ გლასი“, რომელიც მდებარეობს ბათუმში (ურეხის დასახლებაში), აწარმოებდა სამშენებლო მასალების იმპორტს, ასევე ამზადებდნენ კარ-ფანჯრებს და მსგავს სამშენებლო მასალებს. სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან კავშირი ქარხნის დირექტორის მამამ არ დაგვიდასტურა. ფოტოსურათები და ინფორმაცია ჩვენ მიერ გადამოწმებული საწარმოების შესახებ შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ რუკაზე იხილოთ. როგორ შეგიძლიათ საწარმოების გადამოწმება თქვენ შემოგვიერთდეთ, თუ გაქვთ სურვილი, წვლილი შეიტანოთ ხელისუფლების განცხადებების გადამოწმებაში. ამისათვის საჭიროა მიჰყვეთ ამ მარტივ გეგმას: დაათვალიერეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რუკა, სადაც შეღავათიანი აგროკრედიტით მოსარგებლე საწარმოები დატანილი და შეარჩიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომ ტერიტორიაზე არსებული საწარმოები. შერჩეული საწარმოები მოძებნეთ სიაში, სადაც მოცემულია ჩვენ მიერ რუკაზე მოძებნილი საწარმოები, მისამართების მითითებით. ესტუმრეთ შერჩეულ საწარმოს, გადაუღეთ ფოტოსურათი და გამოკითხეთ მისი მფლობელი სახელმწიფოსგან მიღებული დახმარების თაობაზე. ფოტოსურათები და/ან ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ელფოსტით (info@transparency.ge) ან Facebook-ზე, რომელსაც ქვემოთ მოცემულ რუკაზე დავიტანთ",-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა