|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აფხაზეთში რეგისტრირებული ავტომობილი ქუთაისში დააფიქსირეს

  სოციალურ ქსელში ვრცელდება ავტომობილის ფოტო, რომლის სანომრე ნიშანიც ე.წ. აფხაზეთის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული.

ფოტო დღეს ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზეა გადაღებული.

როგორც ინტერნეტ მომხმარებლები აღნიშნავენ, აფხაზეთში რეგისტრირებული ავტომობილების საქართველოს სხვა რეგიონებში გადმოსვლის ფაქტი ხშირად ფიქსირდება, რაც ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევაა.

აღნიშნულ ფაქტს  არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი ეხმიანება . „ერთადერთი, რაც ნათელია, საპატრულო ეკიპაჟები არც კი აქცევენ ყურადღებას ამ ავტომანქანებს და  დაუბრკოლებლად ატარებენ. აქ საქმე გვაქვს კანონის უზენაესობის უგულვებელყოფასთანკონკრეტული ინსტრუქციების მოლოდინში მყოფი პატრულ-ინსპექტორები ერიდებიან შეასრულონ ის, რაც კანონით ევალებათ.  ძალიან გახშირებულია შემთხვევები, როცა არალეგიტიმური სეპარატისტული ხელისუფლების მიერ რეგისტრირებული ნომრებით ავტომობელები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან და მათ პრობლებიც კი არ ექმნებათ.  წინა შემთხვევის დროს, რომელიც ზუგდიდში დაფიქსირდა, სამნისროში კომენტარი გააკეთეს, რომ, თურმე ჩვენი ქვეყნის საზღვარი არ გადმოულახავს მსგავსი ნომრით ავტმობილს.  ამაშია საქმე, კონტროლიც რომ არ არის ე.წ. საზღვარზე საქართველოს, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორისა და სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიებს შორის“,-განუცხადა თორნიკე ბარათაშვილმა „ნიუპრესს“.

 

ლევან ლექვინაძის ფოტო



ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა